კულტურა
19.02.2026 15:35
გორის თეატრი მაყურებელს 22 თებერვალს მორიგ სპექტაკლზე ეპატიჟება

გორის თეატრი 22 თებერვალს მაყურებელს მორიგ სპექტაკლზე ეპატიჟება.

სასცენო ხელოვნების მოყვარულებს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რეჟისორი გიორგი თენაძე წარუდგენს.

წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.

კვირის ამბები