სპორტი
20.02.2026 11:01
გორი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საშეჯიბრო ნაწილი 17 მარტიდან დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 18 მარტს გაიმართება. ასპარეზობები 15-წლამდელთა შორის გაიმართება და მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში (57 კგ; 61 კგ; 65 კგ; 70 კგ; 74 კგ; 79 კგ; 86 კგ; 92 კგ; 97 კგ და 125 კგ.) დაუპირისპირდებიან.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

„ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაცია, გაფართოება და ქვეყნის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება წარმოადგენს“, - აღნიშნულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები