სპორტი
24.02.2026 12:57
გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოში გამართული საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონე ექვსი საპრიზო ადგილით დაასრულეს. მოპოვებული მედლებიდან ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

გორელთაგან საქართველოს ჩემპიონები გიორგი ინაშვილი (60 კგ.) და ზურაბ ჭიღლაძე (81 კგ.) გახდნენ. მეორე ადგილს დავით ქარელი (66 კგ.), ზურაბ გოგაძე (73 კგ.) და ვაჟა ავაზნელი (90 კგ.) დაეუფლნენ. დავით პაპუკიშვილი (100 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ოთხი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის წარმომადგენელია. ზურაბ ჭიღლაძე და ვაჟა ავაზნელი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენები არიან.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა.

კვირის ამბები