კულტურა
26.02.2026 12:05
მაია ბარათაშვილი და გიორგი რაქვიაშვილი გორში კონცერტს გამართავენ

27 თებერვალს, გორში, ჯაზ შემსრულებლის - მაია ბარათაშვილის და პიანისტ გიორგი რაქვიაშვილის მასტერკლასი/კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო კომბინატის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში (მის: მშვიდობის №12ა) ჩატარდება და ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება პროექტის - „შემოქმედებითი აქცენტების“ ფარგლებში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.

საღამოზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები