

ბატუტზე ხტომებში გამართულ თბილისის ღია პირველობაზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრში როგორც გოგონები, ასევე ვაჟები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება გორელი სპორტსმენების შედეგებს, ნონა საბაშვილი (5/5-ზე თანრიგი), ცირა ლაფაჩი (მოზარდთა მეორე თანრიგი) და კატო მეგრელიშვილი (მოზარდთა პირველი თანრიგი) ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ადგილს ელენე გოჩიშვილი (5/5-ზე თანრიგი) დაეუფლა. მესამე ადგილზე კი ელენე ოღაძე (5/5-ზე თანრიგი), ანამარია ონეზაშვილი (მოზარდთა მესამე თანრიგი), ანა ბეთლემიძე (მოზარდთა მეორე თანრიგი) და გიორგი აბდუშელიძე (მოზარდთა მეორე თანრიგი) გავიდნენ.
თბილისის ღია პირველობისთვის სპორტსმენები მწვრთნელებმა შალვა გაგუამ, ქეთევან თოდაძემ, ლიანა მძინარიშვილმა, ლიანა და ნინო დალაქიშვილებმა მოამზადეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი