სპორტი
27.02.2026 14:38
„დილა“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება - მატჩი 1-ელ მარტს ჩატარდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი 28 თებერვლიდან დაიწყება.

ლიგის ფარგლებში, გორის „დილა“ პირველი ტურის მატჩს 1-ელ მარტს გამართავს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ელექტრონულად (tkt .ge) შეუძლიათ, 1-ელ მარტს, 10:00 საათიდან ბილეთები (ღირებულება 3 ლარი) სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება.

შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი გორის „დილამ“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილით დაასრულა.

კვირის ამბები