სპორტი
02.03.2026 15:43
გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი ორი მედლით დაასრულეს

გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შეჯიბრის გამარჯვებული გიგი გიუნაშვილი გახდა. ძიუდოისტი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ევროპის თასის ფარგლებში, გიუნაშვილმა ექვსი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

თამარ გიგოლაევი კი შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია. ძოუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

გიგი გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. თამარ გიგოლაევი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი ესპანეთის ქალაქ მოსტოლესში ჩატარდა. შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

კვირის ამბები