

რეჟისორი თათა პოპიაშვილი ხვალ, 8 მარტს, გორელ თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.
წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია და ლევან ოზგებაშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი) მონაწილეობენ.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე სკამების არასტანდარტულად განლაგების გამო ადგილები არ ინომრება.
ბილეთებს შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი