

კრივში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა და ასპარეზობები 15-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა. პირველობისთვის როგორც ვაჟები, ასევე გოგონები იბრძოდნენ.
გორელთაგან საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლუკა გოგიაშვილი (90 კგ; მწვრთნელი: ავთანდილ შოშიაშვილი) დაეუფლა.
ვერცხლის მედალი ნიკოლოზ მაისურაძემ (70 კგ; მწვრთნელი: გიორგი ღვინიაშვილი) მოიპოვა.
ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები კი ქრისტინე ზუბაშვილი (44 კგ; მწვრთნელი: ბადრი ყულუმბეგაშვილი), ელენე ბიჭაშვილი (48 კგ; მწვრთნელი: ბადრი ყულუმბეგაშვილი) და ზურაბ ტერტერაშვილი (54 კგ; მწვრთნელი: გიორგი ღვინიაშვილი) გახდნენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.