სპორტი
10.03.2026 14:34
გორში Georgian Combat League-ის პირველი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა

გორის სპორტის სასახლემ Georgian Combat League-ის პირველ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა.

შეჯიბრის ფარგლებში, თერთმეტი შეხვედრა ჩატარდა. პირველობისთვის ქართველებთან ერთად, თურქი, აზერბაიჯანელი და ამერიკელი სპორტსმენები იბრძოდნენ. მთავარი ორთაბრძოლა კი გორელი შოთა ბეთლემიძის და თურქი ოზგულ ოზპოლატის დაპირისპრება იყო. შოთა ბეთლემიძემ მეტოქე დაამარცხა და სპორტის ამ სახეობაში 30-ე გამარჯვება მოიპოვა.

მასშტაბურ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მისი მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეჯიბრის მთავარი მიზანი სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, ლიგის განვითარება და ფართო ასპარეზზე გასვლაა. შვიდ რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ, წლის ბოლოს GCL-ი გრანდიოზულ ფინალურ ღონისძიებას თბილისში გამართავს. ტურნირს მაყურებელთან ერთად, უცხოელი სპორტული აგენტებიც დაესწრებიან, რაც პერსპექტიული ქართველი სპორტსმენების აღმოჩენასა და საერთაშორისო სპორტულ სივრცეში მათ წარმოჩენას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულის გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები