სპორტი
11.03.2026 11:08
ბატუტზე ხტომებში გამართულ საქართველოს თასზე გორელებმა ხუთი მედალი მოიპოვეს

ბატუტზე ხტომებში გამართულ საქართველოს თასზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა ერთი პირველი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და  როგორც გოგონები, ასევე ვაჟები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გორელი სპორტსმენების შედეგებს, მარიამ ელიაური (5/5-ზე თანრიგი) ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილს ელენე გოჩიშვილი (5/5-ზე თანრიგი) და ანამარია ონეზაშვილი (მოზარდთა მესამე თანრიგი) დაეუფლნენ. მესამე ადგილზე კი ნონა საბაშვილი (5/5-ზე თანრიგი) და ზურა ცაციაშვილი (მოზარდთა მესამე თანრიგი) გავიდნენ.

საქართველოს თასისთვის სპორტსმენები მწვრთნელებმა შალვა გაგუამ, ქეთევან თოდაძემ და ლარისა მძინარაშვილმა მოამზადეს.

კვირის ამბები