

ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ.) თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბოჭორიშვილმა ფრანგი რასოულ გალბოურევი 6:1 დაამარცხა, პეტრიაშვილმა კი ბერძენ ნიკოლოას კარავანოსს 4:0 სძლია.
ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი კადეტთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია. კონსტანტინე პეტრიაშვილი 15, 17 და 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი და 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია.
საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე გორელი საბა ღამბაშიძე (65 კგ.) და გოგა ოთინაშვილიც (70 კგ.) მონაწილეობდენ, თუმცა, მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ზრენიანინში ტარდება. ასპარეზობები 23-წლამდელთა შორის მიმდინარეობს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი