კულტურა
11.03.2026 14:20
გ. ერისთავის სახელობის თეატრში თოჯინური სპექტაკლის ჩვენებას აანონსებენ

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. 21 მარტს თოჯინური სპექტაკლის - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ჩვენებაა დაგეგმილი.

რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი და მაღი არღუთაშვილი მონაწილეობენ.

„ვაჟა-ფშაველას ამაღელვებელი პოემა სცენაზე ცოცხლდება თოჯინური ფორმით - სცენა, სადაც თითოეული თოჯინა თითქოს სიტყვას ამბობს, თითოეული სინათლე - გრძნობას ჰყვება. სპექტაკლი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და ვაჟას შემოქმედების მოყვარულთათვის“, - აღნიშნავენ თეატრში.

წარმოდგენა 18:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები