სპორტი
17.03.2026 12:09
„დილა“ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეოთხე ტურის მატჩში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა და გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას მე-4 წუთზე ქუთაისელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა მენთეშაშვილია.

შემდეგ თამაშს გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 მარტს თბილისში ჩატარდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები