სპორტი
23.03.2026 12:11
საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ქვეყნის პირველობა 20-წლამდელთა შორის ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ხუთი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ჩემპიონები გიორგი წურიაშვილი (57 კგ.), ზურაბ აბალაკი (70 კგ.), ლუკა ტატიაშვილი (74 კგ.), იაკობ ქობულაშვილი (79 კგ.) და დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედალს ნიკა მაისურაძე (92 კგ.) და ლუკა ჩინჩრიკი (125 კგ.) დაეუფლნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ნიკა ხვედელიძის (61 კგ.) დავით პაპუკიშვილის (65 კგ.) რატი რევაზიშვილის (79 კგ.) და გიგა ოთინაშვილის (86 კგ.) ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეთაგან ცხრა - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. იაკობ ქობულაშვილი და ნიკა ხვედელიძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია, გაფართოება და ქვეყნის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

კვირის ამბები