სპორტი
24.03.2026 12:35
კრივში საქართველოს ჩემპიონატს გორი უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საშეჯიბრო ნაწილი 1-ელი აპრილიდან დაიწყება. ფინალური ორთაბრძოლები კი 5 აპრილს ჩატარდება.

ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის გაიმართება. პირველობისთვის როგორც ვაჟები, ასევე გოგონები სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში (44-46 კგ; 48 კგ; 50 კგ; 52 კგ; 54 კგ; 57 კგ; 60 კგ; 63 კგ; 66 კგ; 70 კგ; 75 კგ; 80 კგ. და 80+ კგ.) დაუპირისპირდებიან.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოკრივეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

ქვეყნის ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.

კვირის ამბები