სპორტი
25.03.2026 13:59
გორის „გორი“ „შტურმს“ დაუპირისპირდება - შეხვედრა 3 აპრილს ჩატარდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურის მატჩში გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ სართიჭალის „შტურმს“ დაუპირისპირდება.

თამაში 3 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, გასული ტურის მატჩში „გორი“ დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

კვირის ამბები