

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარდა და სპორტსმენს კუთვნილი ჯილდო 25 მარტს, ასოციაციის პრეზდენტმა გიგა გვენცაძემ გადასცა.
კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ - 2023 და 2025 წლებში დასახელდა.
შეგახსენებთ, სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ხუთი ფეხბურთელი გახდა: 1964 წელს - სლავა მეტრეველი, 1967 წელს - მურთაზ ხურცილავა, 1981 წელს - რამაზ შენგელია, 2023 წელს - ხვიჩა კვარაცხელია, 2024 წელს კი – გიორგი მამარდაშვილი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი