

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ერთ-ერთი ნომანაციის გამარჯვებულია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე საქართველო მიმდინარე წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების - „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია კი 25 მარტს ლონდონში ჩატარდა.
„Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ავლენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი