სპორტი
30.03.2026 15:07
მეცხრე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი 3X3-ზე კალათბურთში რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია

3X3-ზე კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონული პირველობა ჩატარდა. სპორტული აქტივობა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა და 2010-2012 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გოგონათა შორის ჩემპიონი ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

გორელმა კალათბურთელებმა ფინალში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის გუნდი ანგარიშით 12:7 დაამარცხეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. რეგიონული თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. გამარჯვებულები ბრძოლას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

კვირის ამბები