სპორტი
31.03.2026 14:29
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, მშვილდოსნობის ჩემპიონატი ჩატარდა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ბაკურიანში მშვილდოსნობის ჩემპიონატი მოეწყო.

აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირები მონაწილეობდენენ.

ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.

„წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია, „სოკარი“, და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. „აჭარაბეთი“ კი ინიციატივის გენერალური სპონსორია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები