სპორტი
31.03.2026 15:46
მეხუთე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ხელბურთში რეგიონული პირველობის გამარჯვებულია

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ხელბურთში შიდა ქართლის პირველობა გაიმართა.

შეჯიბრში გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გორის მეხუთე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი რეგიონის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფინალში გორელებმა დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თამაზ მღებრიშვილი, რეზი ბრეგვაძე, ნიკა კაპანაძე, გიორგი საათაშვილი, გიორგი ასკილაშვილი, მიხეილ ციცაგი და გიორგი მიხელიძე.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. აქტივობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება.

კვირის ამბები