სპორტი
02.04.2026 14:59
საქართველო მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ზე იასპარეზებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ზე იასპარეზებს.

მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი 4 ივლისს ბორჯღალოსნების და ურუგვაის დაპირისპირებით გაიხსნება. ზაფხულის თამაშების ფარგლებში, 11 ივლისს საქართველოს ნაკრები სამოას ნაკრებს დაუპირისპირდება. 14 ივლისს კი ჩილეს შეხვდება.

ტურნირი 4-დან 18 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, სარაგბო მატჩები სამ სათამაშო დღედ განაწილდება და, ჯამში, 18 შეხვედრა ჩატარდება. ერთა თასს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა უმასპინძებს.

კვირის ამბები