სპორტი
06.04.2026 15:19
გორის „დილა“ მომდევნო საფეხბურთო მატჩში „გაგრას“ დაუპირისპირდება

ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მეექვსე ტურის მატჩში გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა ხვალ, 7 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამჟამად, „დილა“ სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა.

კვირის ამბები