

ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოში გამართული საქართველოს ჩემპიონატი.
შეჯიბრის გამარჯვებული გიგი გიუნაშვილი გახდა. სპორტსმენმა 73 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ილია ყველაშვილი (81 კგ.) დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი კი დავით პაპუკიშვილის (100 კგ.), მალხაზ შატაკიშვილის (100 კგ.) და იოანე აბალაკის (+100 კგ.) ანგარიშზეა.
საპრიზო ადგილებზე გასულ ძიუდოისტთაგან ოთხი - გურამ პაპიტაშვილი სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. იოანე აბალაკი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენია.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს