ტურიზმი
08.04.2026 12:33
მარტში გორის მუნიციპალიტეტს 16 822 ვიზიტორი ეწვია

2026 წლის მარტში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 16 822 შეადგინა.

ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე მუნიციპალიტეტს 44 925 დამთვალიერებელი ეწვია, რომელთა უმრავლესობა (35 508) უცხოელია.

მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - იანვარში. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.

კვირის ამბები