გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ „თელავს“ დაუპირისპირდება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის მატჩი ხვალ, 17 აპრილს ჩატარდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა ზუგდიდის „ოდიში 1919“-ის წინააღმდეგ გამართა. თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.
ცნობისთვის, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში ოთხი ქულით მეცხრე პოზიციაზეა.