
ქვიშის ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა და გორელთაგან საქართველოს ჩემპიონი ტარიელი საათაშვილი (60 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალს გიორგი ბარამაშვილი (60 კგ.) დაეუფლა. ზურა წინამძღვრიშვილი (70 კგ.) და საბა პაპაშვილი (90 კგ.) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
ზემოაღნიშნულ მოჭიდავეთაგან სამი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, გიორგი ბარამაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღსაზრდელია.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველობა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესების თანახმად ჩატარდა. შეჯიბრის მიზნს კი სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაცია, გაფართოება და დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, ევროპის და მსოფლიოს პირველობებისთვის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.