სპორტი
21.04.2026 12:06
გორის „ივერიონი“ პლეი-ოფშია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს
გორის „ივერიონმა“ საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ეტაპი წარმატებით დაასრულა და პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდმა „კსუ-კავკასია“ 92:82 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა.

როგორც კლუბის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნული გამარჯვება მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან გორმა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და საკალათბურთო ელიტაში პოზიციების გამაგრება შეძლო.

ამავდროულად, გუნდს ეძლევა შანსი, საჩემპიონო მარათონში ჩაებას და ქვეყნის მთავარი ტიტულისთვის იბრძოლოს.

მეოთხედფინალურ სერიაში „ივერიონის“ მეტოქე საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ იქნება, გამარჯვებული კი ნახევარფინალში გადაინაცვლებს.
კვირის ამბები