სპორტი
21.04.2026 12:08
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

20-წლამდელთა შორის შეჯიბრის გამარჯვებული კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) გახდა. ზურაბ აბალაკი (70 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძე (92 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დაეულფლნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ გორელ მოჭიდავეთაგან სამივე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენთა პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
კვირის ამბები