ახალციხეში გამართულ ტურნირზე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს
გორელებმა ექვსი პირველი, ერთი მეორე, ოთხი მესამე ადგილი დაიკავეს და შეჯიბრი გუნდური მეორე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებულები ბექა ქარელი (32 კგ.), საბა მესროფაშვილი (36 კგ.), ალექსანდრე ანდღულაძე (42 კგ.), ზურაბ ტერტერაშვილი (54 კგ.), გიორგი დაღელაშვილი (60 კგ.) და ონარი ქოთუაშვილი (70 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილი ნიკოლოზ მაისურაძემ (68 კგ.) დაიკავა.
ნიკა მასურაშვილი (30 კგ.), დაჩი შერაზადიშვილი (36 კგ.), ნოდარ დემურიშვილი (38 კგ.) და გიორგი პავლიაშვილი (48 კგ.) მესამე ადგილზე გავიდნენ.
გორის გუნდი შეჯიბრისთვის ავთანდილ შოშიაშვილმა, ბექა ლობჟანიძემ, ბადრი ყულუმბეგაშვილმა, ილია ტლაშაძემ, გიორგი ღვინიაშვილმა, ნიკოლოზ ანდღულაძემ და ვაჟა ცაციაშვილმა მოამზადეს.