სპორტი
21.04.2026 15:45
სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის სკოლების მონაწილეობით ხელბურთის ტურნირი ჩატარდა
სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, გორმა სპორტულ აქტივობას უმასპინძლა.

შეჯიბრში შიდა ქართლის რეგიონში შემავალი საჯარო სკოლების 2012-2015 წლებში დაბადებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე სკრის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი გორის მეოთხე საჯარო სკოლის ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ტურნირზე მემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ - უფლისცისის საჯარო სკოლა: მარიამ ხინთიბიძე, ნატალი სადაღაშვილი, ნიკოლოზ ძეგველიშვილი, გიორგი ჯინჭველაძე, საბა მამისაშვილი, გოჩა ჯანეზაშვილი, ლუკა კლდიაშვილი, გიორგი გალუსტაშვილი, ლევანი გალუსტაშვილი, ნიკოლოზ ხინთიბიძე და გიორგი ყულუმბეგაშვილი (პედაგოგი: იოსებ რაზმაძე).

სკრის საჯარო სკოლა: მონიკა ხარებოვა, ანამარია თამლიანი, ელენე კანდელაკი, გოჩა ხოსრუაშვილი, საბა ფოცხვერაშვილი, გაბრიელ ცერიაშვილი, გაბრიელ გობოზაშვილი, გაბრიელ ბუგიანიშვილი, საბა თამლიანი, ანდრია კეკუტია, გაბრიელ თამლიანი და მათე კანდელაკი (პედაგოგი: შოთა გორდაძე).

გორის მეოთხე საჯარო სკოლა: ანა ბერიშვილი, მაიკო ბლიაძე, გიორგი გამდლიშვილი, ნიკოლოზ ჯაშაშვილი, გიორგი ხათაშვილი, ალექსანდრე ნარიაშვილი, მათე კასრაძე, გუგა სიჭინავა, ალექსანდრე კობერიძე, ლუკა კვარიანთაშვილი, ტატო ბლიაძე (პედაგოგი: როინ შატაკიშილი).

რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები გადაეცათ.
კვირის ამბები