სპორტი
24.04.2026 12:34
პლეი-ოფის პირველ შეხვედრას „ივერიონი“ „ბათუმის“ წინააღმდეგ გამართავს
საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ პლეი-ოფის პირველ შეხვედრას დღეს, 24 აპრილს გამართავს. გორის გუნდი „ბათუმს“ დაუპირისპირდება.

თამაში 17:00 საათზე დაიწყება და თბილისი არენა უმასპინძლებს.

ცნობისთვის, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „ივერიონმა“ „კსუ-კავკასია“ 82:72 დაამარცხა.
კვირის ამბები