სპორტი
27.04.2026 14:42
შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ცამეტი მედალი მოიპოვეს
ცამეტი მედლით დაასრულეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალური ტურნირი.

სპორტსმენთა ანგარიშზე ცხრა პირველი, სამი მეორე და ერთი მესამე ადგილია.

შეჯიბრის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26 კგ.), დაჩი კარელიძე (29 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (32 კგ.), გიორგი კარელიძე (35 კგ.), აივაზ ემინოვი (38 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (41 კგ.), ლექსო გიგაური (44 კგ.) და საბა ვართანიანი (57+ კგ) გახდნენ.

დანიელ გალეგაშვილმა (29 კგ.), დავით ჩოჩიშვილმა (32 კგ.) და მათე პაპიტაშვილმა (35 კგ.) ასპარეზობამეორე ადგილით დაასრულეს. ნიკოლოზ მერაბაშვილი (57 კგ.) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.
შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თბილისში ჩატარდა.
კვირის ამბები