სპორტი
28.04.2026 10:14
„გორი“ - ფოთის „კოლხეთის“ მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა
გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში ფოთელებმა გახსნეს. პირველი ტაიმის დამატებით დროში ანგარიში აკაკი სირბილაძემ გაათანაბრა. ფოთელთა კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი გიორგი ალიმბარაშვილია.

რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, „გორი“ მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 2 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
კვირის ამბები