სპორტი
28.04.2026 12:29
ახმეტაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა ორი მედალი მოიპოვეს
ქართულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ქვეყნის პირველობა ახმეტაში ჩატარდა და სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში (60 კგ; 70 კგ; 80 კგ; -90კგ; +90 კგ.) დაუპირისპირდნენ.

გორელთაგან საქართველოს ჩემპიონი გიორგი ინაშვილი გახდა. ვერცხლის მედალს კი დავით ქარელი დაეუფლა.

რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, ფულადი თანხები და სიგელები გადაეცათ.
კვირის ამბები