სპორტი
30.04.2026 12:09
„დილა“ – „რუსთავის“ მატჩი 1-ელ მაისს თბილისში ჩატარდება
გორის „დილა“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის მეათე ტურის მატჩი ხვალ, 1-ელ მაისს ჩატარდება.

თამაშს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (თბილისი) უმასპინძლებს და 21:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეორე პოზიციაზეა. გასული ტურის შეხვედრაში გორის გუნდმა თბილისის „სპაერი“ 1:0 დაამარცხა.
კვირის ამბები