სპორტი
30.04.2026 15:06
გორელმა ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალშია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორელებმა აღმოსავლეთ ზონაში გამოსვლა ორი მოგებით (თბილისის №16 საჯარო სკოლა; „კორიდა“) და ერთი მარცხით (თბილისის №127 საჯარო სკოლა) დაასრულეს, თუმცა ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე გავიდნენ.

ლაშა შემშენოვის და გია მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბრიელ გასიტაშვილი, გიორგი გალუსტაშვილი, გიორგი გორგიშელი, საბა მაზმიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი, დემეტრე მახარაშვილი, იოსებ ხუბულაშვილი, გუგა გვიმრაძე, თამაზ მახოხაშვილი, მათე ღერკენაშვილი და დათი ტერტერაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 18-20 მაისს ჩატარდება და ვაჟ ხელბურთელთა გორის გუნდთან ერთად, გოგონათა გუნდიც იასპარეზებს.
კვირის ამბები