ხელბურთელ გოგონათა გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
შეჯიბრი 2014-2015 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობს და როგორც გოგონების, ასევე ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, გორელებმა თბილისის №16 (5:0), №165 (16:6) და №127 (16:1) საჯარო სკოლების გუნდები დაამარცხეს.
საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპაეზობს: ნია ლოქაბიძე, სალი პავლიაშვილი, ნია მარწყვიშვილი, ელენე მარწყვიშვილი, ანა გიგაია, თეკლა კახნიაშვილი, ნინო მახნიაშვილი, ანა ქრისტესიაშვილი, ნინო ვანიშვილი, ანამარია თამლიანი, მონიკა ხარებოვა, ანასტასია გაგლოშვილი, ხატია კასრაძე, ბარბარე ბადაშვილი და მარიამ ხინთიბიძე (მწვრთნელები: თორნიკე გაგლოშვილი, ეკატერინე ფხიკიძე).
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე, რომელიც 18-20 მაისს ჩატარდება, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდიც იასპარეზებს.