

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა კარატეში გამართულ ტურნირზე ცხრა საპრიზო ადგილი დაიკავეს და „გორის თასი 2026“ ხუთი მეორე, ოთხი კი მესამე ადგილით დაასრულეს.
რაც შეეხება პრიზიორებს, ბარბარე რაზმაძე, ნინო ჭიქინაშვილი, ელიზაბედ ჯაფიაშვილი, ნია დარჩიძე და დაჩი ღვინიაშვილი ვერცხლის მედალს დეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი გაბრიელ გაბარაევის, ესტატე ბერაშვილის, დაჩი დარჩიძის და იოანე მღებრიშვილის ანგარიშზეა.
ტურნირს, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალლიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა, გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება