საზოგადოება
04.05.2026 13:43
„იპოვე ვარსკვლავი შენი“ - რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალზე ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტმა ოქროს მედალი მოიპოვა
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტმა რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალზე „იპოვე ვარსკვლავი შენი“ პირველი ადგილი დაიკავა.

საუკეთეოსო შესრულებისთვის ანა ელბაქიძეს, ამიკო ბადაშვილს, გიორგი ტერტერაშვილს და ზურაბ ხერხეულიძეს ოქროს მედლები და დიპლომები გადაეცათ, ასევე დააჯილდოვეს გიტარისტთა კვარტეტის პედაგოგი თამარ გიუნაშვილი-კარიჭაშვილი.

„ფესტივალზე გიტარისტთა კვარტეტმა კარლოს გარდელის „ტანგო“ შეასრულა. ხელოვანთა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და გამარჯვება მოგვიტანა.

მინდა ვთქვა, რომ შრომა დაფასდა და კიდევ ბევრჯერ ვასახელებთ ჩვენს საყვარელ გორს, გორელებს და სამუსიკო სკოლას“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა პედაგოგმა.

შეგახსენებთ, გორელ გიტარისტთა კვარტეტმა კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნულ კონკურს-ფესტივალზეც - „მომავლის ვარსკვლავები“ პირველი ადგილი დაიკავა.
კვირის ამბები