სპორტი
06.05.2026 11:38
„GORI OPEN 2026“ - კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა რვა მედალი მოიპოვეს

კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - „GORI OPEN 2026“ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს.

გელა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, გორელი სპორტსმენების ანგარიშზე ერთი - ოქროს, ოთხი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებული ალექსანდრე მღებრიშვილი (30 კგ; კუმიტე) გახდა. მეორე საპრიზო ადგილზე თომა ლოთიშვილი (22 კგ; კუმიტე), დავით კეკოშვილი (+27 კგ; კუმიტე), გიორგი გიგაური (+45 კგ; კუმიტე) და დავით სეხნიაშვილი (-40 კგ; კუმიტე) გავიდნენ. ბრინჯაოს მედალს კი ბარბარე ქამადაძე (-35 კგ; კუმიტე), დავით სეხნიაშვილი (-40 კგ; კატა) და ანდრია ომაძე (-35 კგ; კუმიტე) დაეუფლნენ.

საერთაშორისო ტურნირს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

კვირის ამბები