

საქართველოში ამერიკელი მომღერლის კანიე უესტის კონცერტი გაიმართება.
Starring Georgia-ს ინფორმაციით, კონცერტი 12 ივნისს ჩატარდება და დინამო არენა უმასპინძლებს. რაც შეეხება ბილეთებს, ორგანიზატორების ინფორმაციით, წინასწარი გაყიდვები 11 მაისს 12:00-ზე, ხოლო დანარჩენი ბილეთების ონლაინ გაყიდვები (tkt .ge)12 მაისს 12:00-ზე დაიწყება. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია და ღონისძიებაზე დასასწრებად ექვსი წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ესაჭიროება ბილეთი.
„12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West, YE წარდგება, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა.
ვარსკვლავის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია. 2026 წელს, არტისტმა ახალი ალბომი - Bully გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი, წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა“, - აღნიშნულია Starring Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება