სპორტი
07.05.2026 12:05
გორი ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს. შეჯიბრი 9-10 მაისს ჩატარდება.

ტურნირზე როგორც ვაჟები, ასევე გოგონები იასპარეზებენ. მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.

ორგანიზატრების ინფორმაციით, შეჯიბრზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის, გორი ევროპის თასს დიდებში მეორედ უმასპინძლებს.

კვირის ამბები