სპორტი
11.05.2026 13:10
„გორის“ მთავარ მწვრთნელად ლევან ჯოხაძე დაინიშნა
გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარ მწვრთნელად ლევან ჯოხაძე დაინიშნა.

კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის სპეციალისტს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ლევან ჯოხაძე სხვადახვა დროს „მეშახტეს“, „ზესტაფონის“, „რუსთავის“ და „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა.

„კლუბის და ქალაქის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა, გამომიცხადეს ნდობა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში გუნდს ჩავუდგე სათავეში და დავეხმარო სასურველი შედეგის მიღწევაში. „გორს“ აქვს ლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობის პოტენციალი“, - აღნიშნა ლევან ჯოხაძემ.

ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. „გორი“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
კვირის ამბები