ძიუდოში გამართულ ევროპის თასზე გორელმა სპორტსმენებმა ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის პრიზიორებიალეკო კასრაძე (73 კგ; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი), ჯაბა მელაძე (81 კგ; მწვრთნელი ანზორ თენაძე), ვაჟა ავაზნელი (81 კგ; მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი) და თამაზ ბიგანაშვილი (+100 კგ; მწვრთნელი გიორგი პურიჭამიაშვილი) გახდნენ.
მედალოსან სპორტსმენთაგან სამი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია, ვაჟა ავაზნელი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენია.
ძიუდოში ევროპის თასს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრში ევროპის 18 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.