სპორტი
14.05.2026 12:42
„დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ დაიკავა
გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 46 წლის ლევან კორღალიძე დაინიშნა.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2013-2014 წწ. სეზონზე კორღალიძე „დილას“ ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ახლადდანიშნული სპეციალისტი თავდაპირველად თბილისის „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, რის შემდეგაც გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. არაერთხელ ეკავა მთავარი მწვრთნელის პოზიცია „იბერიაშიც“ და გუნდს როგორც საქართველოს ჩემპიონის, ასევე საქართველოს თასის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წწ. სეზონში კორღალიძე ყაზახური ,,ჟენისის" მთავარი მწვრთნელიც იყო.

შეგახსენებთ, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დიეგო ლონგო იკავებდა. როგორც კლუბში აცხადებენ, იტალიელმა სპეციალისტმა თანამდებობა ორხრივი შეთანხმების საფუძლველზე დატოვა.
კვირის ამბები