კულტურა
14.05.2026 12:43
გორის სამხატვრო სკოლაში ავთანდილ ღუდუშაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მხატვრისა და პედაგოგის, ავთანდილ ღუდუშაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას თავად ავტორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის მუშაკები და ხელოვნებისმოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც სამხატვრო სკოლის (მის: ფარნავაზის ქუჩა N1) ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
კვირის ამბები