სპორტი
15.05.2026 11:36
გორის „გორი“ „არაგვს“ დაუპირისპირდება - საფერხბურთო მატჩი გორში ჩატარდება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის მატჩში გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლებს.

შეხვედრა ხვალ, 16 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონზე ჩატარდება.

გასული ტურის მატჩი გორის გუნდმა „სამტრედიის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
კვირის ამბები