15.05.2026 11:37
Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.
პუბლიკაციაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის, მცხეთასა და უფლისციხეზეა მოთხრობილი.
სტატიაში აღწერილია თბილისი, ქალაქის ისტორიული უბნები და ტურისტული მარშრუტები. საქართველოს დედაქალაქთან ერთად Conde Nast Traveller მკითხველს რეგიონებში მოგზაურობასაც ურჩევს.
„საქართველო წელიწადის ამ დროს მთის ჰაერის, ვენახებით დაფარული ველებისა და კომპაქტური ქალაქების ნაზავია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ მოგზაურობას დიდი დაგეგმვა არ სჭირდება. მაისში ქვეყანაში უკვე ნამდვილი გაზაფხულია: თბილისში ტემპერატურა 15–25°C-ია, კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში კი უფრო გრილა და თოვლის დნობისგან ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული,“ - წერს Conde Nast Traveller-ი.
პუბლიკაციაში, საქართველოსთან ერთად, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ნეპალი, შრი-ლანკა და ბუტანია დასახელებული.